რუსთავის N3 სკოლაში მე-12 კლასელებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა, ტრადიციისამებრ, პირველკლასელებმა დაულოცეს
21-05-2025

რუსთავის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

სკოლაში ფერადი, ხალისიანი და დასამახსოვრებელი ღონისძიება მოეწყო. 

სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, კურსდამთავრებულებს პირველკლასელებმა ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებების გზა დაულოცეს და საჩუქრები გადასცეს. 

მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დღის ბოლოს​ ახალგაზრდების თეთრი მაისურები ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

კურსდამთავრებულებმა ასევე საყვარელი პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს და მათ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს.

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების მნიშვნელოვან გზაზე გასვლას. ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...