ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.
მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა.
სასკოლო საზოგადოებამ მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
კურსდამთავრებულებმა კი პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ახალგაზრდების თეთრი პერანგები დღის ბოლოს ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და ლამაზი სურვილებით შეიმკო.
სასკოლო საზოგადოებამ იზრუნა, რომ მათთვის ეს დაუვიწყარი დღე ბრწყინვალე მოგონებად ექცია.
იხილეთ ფოტოები: