თბილისის N39 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
21-05-2025

20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

თბილისის N39 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს. მე-12 კლასელებმა სკოლის დმათავრება მასშტაბურად აღნიშნეს. „ბოლო ზარი“ - ღონისძიება, რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება ახალგაზრდების მეხსიერებაში, მართლაც შთამბეჭდავად წარიმართა. მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. 

მოსწავლეებმა თავის მხრივ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში

დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.

„ჩვენო ძვირფასო ბავშვებო! დღეს, თბილისის N39 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა!! ბოლო ზარი....რომელიც ერთდროულად სიხარულთან და ცრემლთან არის დაკავშირებული. ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, საყვარელ მასწავლებლებს. ეს დღე...ყველა ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია. დღე...რომელზედაც მუდმივად ოცნებობდით.... მაგრამ ახლა გული გწყდებათ. სკოლა ხომ ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებს ადამიანი თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას და ზნეობას. სკოლა, ერთი შეხედვით, ადგილია, სადაც განათლება უნდა მიიღოთ, მეორე მხრივ კი, ეს საშუალებაა ურთიერთობების შესასწავლად. სკოლა მუზეუმია, თქვენ, მოსწავლეები.... ქანდაკებები, ხოლო მასწავლებლები ხუროთმოძღვრებიხუროთმოძღვრები ქანდაკებებს გარშემო უვლიან 12 წლის განმავლობაში დაუღალავად. ამ წლების განმავლობაში... გძერწავენ მასწავლებლები სასურველი შედეგის მიღებამდე. ბოლოს კი კმაყოფილი სახით ჩაგიხუტებენ და დაგილოცავენ გზას სხვა მუზეუმების დასამშვენებლად... თავის მხრივ კი ხუროთმოძღვრებიც ვიამაყებთ ჩვენი შემოქმედებით გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წინსვლას, წარმატებას და ბედნიერ მომავალს ცხოვრების ყველაზე გრძელ და რთულ გზაზე. მიყვარხართ უსაზღვროდ და უკიდეგანოდ. გვეამაყებით და გვეიმედებით ჩვენო ძვირფასო ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...