ნახუნაოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა - დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
21-05-2025

20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა ორმა მოსწავლემ დაამთავრა. ლაშა სიგუამ და ლუკა ცანავა სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა. მოსწავლეებმა კი პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ახალგაზრდების თეთრი პერანგები დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

„ვუსურვებ მათ წარმატებულ საზოგადოებრივ გზას, სულ კეთილი საქმეები ეკეთებინოთ ქვეყნისა და ოჯახისათვის. გფარავდეთ უფალი ცხოვრების მანძილზე. ულოცავს სკოლის მთლიანი საზოგადოება მათ მშობლებს შვილების წარმატებებს“,- აღნიშნავს პედაგოგი გერასიმე კიკალიშვილი. 

ფოტოების ავტორია სკოლის სამის მწარმოებელი დავით პირტახია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...