
20 მაისს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრება სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს.
მცირე საკონცერტო ნომრების შემდეგ მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს მშობლებმა, პედაგოგებმა, დირექციამ. დასასრულს კი უკვე კურსდამთავრებულებს მიმართა და გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა - მზია კიწმარიშვილმა.
„ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. საგზლად ერთ შეგონებას გატანთ: არასოდეს მოიხედო უკან. იქ არაფერია ისეთი რაც არ იცი... სამაგიეროდ წინ კარგად გაიხედე და ეცადე თვალი გაუსწორო მას, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ყველა ნათელი ოცნება აგსრულებოდეთ...“,- მიმართა ახალგაზრდებს დირექტორმა და კურსდამთავრებულებს ბედნიერი მომავალი უსურვა.
ახალგაზრდების თეთრი პერანგები დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
მე-12 კლასელები სასკოლო საზოგადოებამ სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.
იხილეთ ფოტოები: