სკოლის დირექტორების მოადგილეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ცვლილება შეეხება
24-05-2025

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის განათლების კომიტეტი განიხილავს.

დოკუმენტის თანახმად, ამჟამად, „საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, ხოლო „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის“ თანახმად, შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის და მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება ძალაშია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან“.

კანონში აღნიშნულია, რომ მოადგილის უფლებამოსილება ვადამდე წყდება დირექტორის არჩევის და დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის მომენტიდან, თუმცა შესაძლოა, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ან მინისტრის მიერ დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და მათი უფლებამოსილების მართვის სისტემაში რეგისტრაციის თარიღები განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. წარმოდგენილი ცვლილებით კი დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...