პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის 22 მაისს 09:00 საათზე დაიწყება
22-05-2025

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 9:00 საათზე დაიწყება საიტზე registration.emis.ge 

პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება აქვს იმ პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, სისტემაში გენერირდება რეგისტრაციის უნიკალური კოდი, რომელიც რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ მობილურის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზეც გადაიგზავნება.

რეგისტრაციის უნიკალური კოდი საჭიროა რეგისტრაციის გასაუქმებლად ან რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად.

როგორ გადაამოწმოთ სასურველ სკოლაში დაარეგისტრირეთ თუ არა პირველკლასელი - დეტალური ინფორმაცია

საჯარო სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ 2025 წლის 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...