
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ნორჩ-ნატურალისტთა წრე, რომლის წევრებიც მრავალფეროვან ეკოაქტივობებში არიან ჩართულნი. წრეს პედაგოგი მანანა გზირიშვილი ხელმძღვანელობს.
ახლახან, ნორჩ-ნატურალისტთა წრის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი - „გადავარჩინოთ დედამიწა“.
მოსწავლეებმა თესლიდან აღმოაცენეს და გამოზარდეს ფიჭვის, ნაძვის და კიპაროსის ორწლიანი ნერგები. ამით შეისწავლეს დათესვა-დარგვის და მოვლის წესები. აღმოცენებული ნერგი დარგეს სკოლის ეზოში.
მოსწავლეებმა ასევე გააკეთეს პრეზენტაცია შიშველთესლოვან მცენარეებზე.
იხილეთ ფოტოები: