ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის" ღონისძიება გაიმართა. მიმდინარე სასწავლო წელი სკოლაში ერთადერთმა მეთორმეტეკლასელმა – ეკატერინე ასანიძემ დაასრულა.
ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს საზეიმო ვითარებაში მიულოცეს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება და მომავალში წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: