იანეულის საჯარო სკოლაში მათემატიკაში დიაგნოსტიკური ტესტირება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა III, IV, V, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.
ტესტირების მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასება და მათემატიკისადმი ინტერესის გაზრდა. მონაწილეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით შეაფასეს. საბოლოოდ გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები, რომლებიც სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებას და სწავლის მოტივაციის გაზრდას.
იხილეთ ფოტოები: