აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის IV კლასელები ხის საწარმოს - „კოდალას“ ესტუმრნენ. ვიზიტი შემეცნებით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის ხეზე მუშაობის ხელოვნებისა და ისტორიის გაცნობას.
მოსწავლეები დამრიგებლების – ციცი ფოცხვერაშვილის, ეკა მაჩაბლიშვილის, ირმა მალანიასა და მაკა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ საწარმოს, სადაც პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად იყო გაყოფილი.
თეორიულ სესიაზე ბავშვებმა შეიტყვეს ხეზე კვეთის ისტორიის, მისი დამუშავებისა და ხის მასალების სპეციფიკის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა: მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დააზუმფარეს და შეღებეს ხის ნაკეთობები - საქართველოს რუკა და ბალერინები, რომლებიც სამახსოვროდ დარჩათ.
იხილეთ ფოტოები: