„ეს საამაყო და გამორჩეული ახალგაზრდები ქვეყნის მომავალს განსაზღვრავთ!“- ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლიდან 26-ე თაობა გააცილეს
20-05-2025

დღეს საქართველოს სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდანარევია. 

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

დღეს, ტრადიციულად, 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სკოლის მოძღვრებმა პარაკლისი გადაიხადეს და ახალგაზრდები დალოცეს.

კურსდამთავრებულთა გარდა პარაკლისს დაესწრნენ მოსწავლეთა მშობლები, ბებია-ბაბუები, ახლობლები და ახალგაზრდების სიხარული გაიზიარეს. 

14:00 საათზე კი გიმნაზიაში მოსწავლეებისთთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

„ბოლო ზარის“ შემდეგ სააქტო დარბაზში პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. 

დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ ნათელი მომავალი უსურვეს. 

„ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო! თქვენ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის, ჩვენი გიმნაზიის 26-ე გამოშვება ხართ - ჩვენო ლამაზო, ნიჭიერო, ჭკვიანო, თბილო, კეთილო გიმნაზიელებო!

იცით, გიმნაზიელობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა, თან, დიდი პასუხისმგებლობა!

წლების მანძილზე ჩვენ, სკოლის მოძღვრები და პედაგოგები ვცდილობდით, რომ უმთავრესი - უფლის იმედისა და სიყვარულის მარცვალი გაგვეღვივებინა თქვენს გულებში, სამშობლოსადმი ერთგულებისა და კეთილმსახურების ფასი და მნიშვნელობა გვესწავლებინა!

ეს საამაყო და გამორჩეული ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავთ!

თქვენს მშობლებს ვულოცავთ დღევანდელ დღეს!

გვეიმედებით, სავალ გზას დაგილოცავთ ჩემო გამორჩეულო, გონიერო, შემოქმედებითო, წესიერო და ღირსეულო გიმნაზიელებო!“,- ვკითხულობთ სკოლის  მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...