თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი წარმოადგინეს
20-05-2025

აპრილში დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაშიც: კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო პროექტის შეჯამება - „გადავარჩინოთ დედამიწა“ - მდგრადი მოხმარება და წარმოება;

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეორადი ნარჩენებისგან დამზადებული სხვადასხვა STEM პროექტები;

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა, ნინო კობახიძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ნანა ნოზაძემ კი პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო სერტიფიკატები;

მრავალფეროვანი აქტივობებით, თანატოლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარებით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გარემოსდაცვითი აქტივობა წარმოადგინეს, ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...