ოზურგეთის N4 სკოლის პირველკლასელთა კომიქსებითა და თოჯინური სპექტაკლით გაცოცხლებული მოთხრობების გმირები 
20-05-2025

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შემეცნებითი თავგადასავალი საინტერესო აქტივობებით გრძელდება. 

პირველკლასელებმა შეარჩეული 10 მოთხრობა წაიკითხეს, გაიაზრეს, კომიქსები შექმნეს და ბოლოს, თოჯინური სპექტაკლის სახით გააცოცხლეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო კომიქსები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვითაც შექმნეს. გააცოცხლეს „ციხე-დარბაზი“, „გლეხისა და დათვის ამხანაგობა“, „წერო და მგელი“, „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“, „ჭიანჭველა და ფუტკარი“, „მოუფიქრებელი კითხვა“, „კურდღლები და ბაყაყები“, „ხეების საუბარი“, „ყვავი და კაჭკაჭი“, „ლომი და თაგვი“.

მოსწავლეთა მასწავლებელი ნათია ბოლქვაძე გახლავთ, რომელიც პატარებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...