მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
20-05-2025

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, სკოლის სასახელოდ, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობებში. 

ახლახან, მეძიბნის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სპორტულ თამაშებში. კერძოდ, საბაზო საფეხურის სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.

მოსწავლეებმა სპორტულ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიუხედავად მცირეკონტინგენტისა მათ შეძლეს მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილის მოპოვება, ჭადრაკში კი მეორე ადგილს დასჯერდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლამ და ქედის რესურსცენტრმა მონაწილე გუნდები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა სიგელებითა და მედლებით..

სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და უსურვებს ულევ წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...