„გზა პრემიისაკენ“ - სკინდორის საჯარო სკოლაში საინტერესო ფოტო-კონკურსი მოეწყო
20-05-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

აღსანიშნავია, საინტრესო კონკურსი სახელწოდებით - „გზა პრემიისაკენ“, რომლის იდეაც პულიცერის პრემიის შთაგონებით გაჩნდა. 

პულიცერის პრემია უმაღლესი ჯილდოა, რომლითაც ბეჭდურ ჟურნალისტიკაში მოღვაწე ადამიანებს ყოველწლიურად აჯილდოებენ. მისი წარდგენა ხდება აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში.

პულიცერის პრემიის შთაგონებით, სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებისა და პიროვნების განვთარებაში ოჯახური ურთიერთობების გავლენის წარმოჩენის მიზნით სკინდორის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიმართება ფოტო-კონკურსი „გზა პრემიისაკენ“. 

კონკურსი ასევე გაიმართა „ოჯახის სიწმინდისა და პატივისცემის დღესთან“ დაკავშირებით და მისი თემატიკა იყო - „ოჯახური ურთიერთობები“. 

კონკურსის პირობები შემდეგია: 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს - მოსწავლეს, მასწავლებელს, დირექცია, ტექ.პერსონალს, მშობელსა და ასევე სკოლის კურსდამთავრებულებს;

მონაწილეს ორგვარი სახით (ციფრული და ბეჭდური) უნდა წარედგინა საკუთარი გადაღებული ფოტო, რომელიც გადმოსცემდა ოჯახურ ურთიერთობებს და მის გავლენას პიროვნების ფორმირებაზე;

ფოტო უნდა ყოფილიყო დასათაურებული;

კონკურსის დღეს მონაწილეს უნდა აღეწერა საკუთარი ფოტო და განემარტა, რა ისტორიის და მნიშვნელობის მატარებელია მისი ნამუშევარი.

ნამუშევარი უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური (ერთმა მონაწილემ უნდა წარმოდგინოს ერთი ფოტო)

ნამუშევარი არ უნდა ყოფილიყო ინტერნეტ სივრციდან გადმოტანილი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე მოიხსნებოდა კონკურსიდან.

მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები წარადგინეს 12 მაისის ჩათვლით კონკურსის ორგანიზატორთან.

კონკურსის ორგანიზატორმა საკონკურსე ფოტოები სკოლის ფეისბუქ გვერდზე ატვირთა და მოამზადა საგამოფენო სივრცე, სადაც გამოიფინა ყველა ნამუშევარი.15 მაისს კი გამოვლინდა გამარჯვებული. 

პირველ და მეორე ადგილის მფლობელები გამოავლინა სასკოლო საზოგადოებამ ფარული კენჭისყრით. ასევე, დასახელდა ხალხის რჩეული ფოტო ფეისბუქ მოწონებების მიხედვით.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები - ყველა მონაწილეს კი მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონკურსის ორგანიზატორი გახლავთ მერაბ შუკაკიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...