სკოლებში მასწავლებლად დასაქმება მარტივდება - კანონში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს
20-05-2025

​ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას განათლების კომიტეტი განიხილავს, რომელიც მასწავლებლად საქმების მსურველებს ეხება.

წარმოდგენილი კანონპროექტით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის პირველ პუნქტს დაემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მასწავლებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ექნება პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული ექნება მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

„გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას სავალდებულოა აპლიკანტის მიერ დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილება. კერძოდ, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება“, - აღნიშნულია კანონპროექტში; რაც შეეხება ცვლილების მიზანს, დოკუმენტში განმარტებულია:

„წარმოდგენილი ცვლილებები, ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ვაკანსიების შევსებას კვალიფიციური კადრებით და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...