ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრებას გაეცნენ.
მოსწავლეები ხონში დისლოცირებულ მეექვსე საარტილერიო ქვედანაყოფის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი. მოსწავლეებს ჯარისკაცებმა აჩვენეს იმიტირებული საბრძოლო სცენა, სადაც ნათლად წარმოჩნდა არტილერიის ფუნქცია ბრძოლის პროცესში.
ასევე მოზარდებმა დაათვალიერეს სამხედრო მოსამსახურეთა მოსასვენებელი ადგილი, სპორტული დარბაზი, ეკიპირება, იარაღი და საბრძოლო ტექნიკა.
მოსწავლეებისთვის ვიზიტი მეტად შთამბეჭდავი და ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: