ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ოჯახის სიწმინდის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
„ერისა და ქვეყნის შეუქცევადი განვითარება დაფუძნებულია ოჯახის სიმტკიცესა და ძლიერებაზე. ამ ზნეობრივი და ეროვნული თვითშეგნების განვითარებას ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს მყარი საფუძველი, რასაც ზრდასრულ ასაკში პიროვნების მაქსიმალური რეალიზება უნდა მოჰყვეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ასეთი სადღესასწაულო განწყობით გაემგზავრა ქუთაისის №4 საჯარო სკოლის I კლასი ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც ჩაატარეს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
გასვლითი ღონისძიება კლასის ხელმძღვანელმა მარიამ კარკაძემ დაგეგმა და მოსწავლეებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა.
იხილეთ ფოტოები: