მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური ინტელექტუალური თამაშის ნახევარფინალში იასპარეზეს
20-05-2025

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ და მათ ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები - თამუნა გიკაშვილი, მარიამ ლუქუნიძე, ომარ ნაკაშიძე, მარიამ ელიაშვილი, ელენე გიკაშვილი მონაწილეობდნენ ეროვნული არქივის საგანმაანთლებლო პროექტში - „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც ტრადიციულად ინტელექტუალური თამაშიც ფორმატით ჩატარდა. მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებით იასპარეზეს და ნახევარფინალზე წარდგნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოხისის საჯარო სკოლა პირველად ჩაერთო ასეთი ტიპის ღონისძიებაში და ახარებთ, რომ მოსწავლეებმა კარგი გამოცდილება შეიძინეს.

„მადლობა მშობლებს მხარდაჭერისათვის. საყვარელო ბავშვებო გისურვებთ წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...