თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა სახლს სტუმრობდნენ 
20-05-2025

თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ჰუმანურობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან და მომავალ თაობას სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

ახლახან, მოსწავლეები, სკოლის სახელით, სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, ხანდაზმულთა სახლს „იმედი“ სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოხუცებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს და საჩუქრებიც მიართვეს. 

„სითბო, ყურადღება და გულწრფელი ემოციები გავუზიარეთ ხანდაზმულებს. მოხალისეობრივი საქმიანობა ახალგაზრდებს დაეხმარება მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და  მომავალში წაახალისებს მათ ჩართულობას საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების პროცესში“,- გვეუნბებიან სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

„უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაკა სამუშიას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს პროექტში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...