თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო.
V და VI კლასის მოსწავლეები, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ ნინო მაჭარაშვილისა და დამრიგებელ სალომე ანთელავას ხელმძღვანელობით, ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა ხელოვნების სასახლეში დაცული ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალეირეს და მათ შესახებ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მოისმინეს.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა,
იხილეთ ფოტოები: