ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ჭვინთის საჯარო სკოლაში, პედაგოგ მანანა ჩინჩალაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „რა არის კლიმატის ცვლილება?“
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე და პედაგოგები. გაიმართა საინტერესო დიალოგი, მოსწავლეებმა იმსჯელეს - თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ასევე ყურადღება გაამახვილეს მდგრადი განვითარების 17 მიზანზე.
შეხვედრა იყო ინფორმაციული და მეტად საინტერესო.
იხილეთ ფოტოები: