ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია, აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს დედაენის დღე. პედაგოგმა - ნანა ბურძენიძემ დაწყებით კლასის მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობაში ჩართო. პატარებმა საინეტრესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და ქართული დამწერლობის სილამაზე წარმოაჩინეს.
აქტივობის მიზანი იყო ქართული დამწერლობის სილამაზისა და როლის ხაზგასმა, ერის კულტურასა და ისტორიაში.
„14 აპრილი ეს არის - ქართული ენის დაცვის, მოფერების, მადლობის სათქმელი დღე, რომელსაც სრულიად საქართველოს დაწყებითი კლასის მასწავლებლები აღნიშნავენ თავიანთ აღსაზრდელებთან ერთად. ნანა ბურძენიძის ცელქმა მზისხივებმა კალიგრაფიული წერით აღნიშნეს ეს დღე და სათუთად მოეფერნენ ქართულ ასოებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ვიდეო იხილეთ ბმული: