ჩხუტელის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
20-05-2025

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით კი მოწაფეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

19 მაისს, ჩხუტელის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა.

ვიქტორინის ორგანიზატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი ნინო ბუაძე. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ III - IV კლასების მოსწავლეები. ერთმანეთს ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაში შეეჯიბრა ორი გუნდი - „მოაზროვნე“ და „ერუდიტი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინა მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის გამოყენებას შესაბამისი სავარჯიშოების ამოხსნისას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას.

ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა.

ღონისძიების ბოლოს მათ გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები. ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...