ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკულ კუთხეში „მდგრადი განვითარების 17 მიზნის“ შესახებ საინტერესო აქტივობა მოეწყო
20-05-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. პედაგოგები მათ სასწავლო პროცესს საინტერესო ღონისძიებებით უმრავალფეროვნებენ. 

ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში, ამერიკელი  მასწავლებლების - მარგარეტ კასიეს, ენდრიუ მაკკასკერის, მარგარეტ მიხაილოვის და ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლების - მანელა ნაჭყებიასა და მზია ჟვანიას ურთიერთთანამშრომლობით, „მდგრადი განვითარების 17 მიზნის“ შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობა ჩატარდა. 

დღის, შემდეგი აქტივობა იყო ზუგდიდის მუზეუმის დათვალიერება. 

„დღემ წარმატებულად, საგანმანათლებლო აქტივობებით დატვირთულად და პოზიტიურად ჩაიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ურთიერთთანამშრომლობა წარმატებული სწავლა-სწავლების საფუძველია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...