ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
20-05-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. 

საგანმანათლებლო პროექტი ტრადიციულად ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფორმატით გაიმართა. 

ნახევარფინალურ ტურში ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და გადავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 30 მაისს დედაქალაქში გაიმართება.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ გამარჯვებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სკოლას, გუნდის წევრებს და მასწავლებელს - მარინე გოლავას აღნიშნულ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...