
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო კულტურას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ.
ახლახან, მსოფლიო კულტურის გაკვეთილზე ციხისძირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერეოს პროექტზე და მოირგეს ტურისტული კომპანიის დამფუძნებლებისა და გიდების როლი.
მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით შექმნეს მინი-კომპანიები, მსოფლიოს კულტურული ღირსშესანიშაობების მოსანახულებლად დაგეგმეს ექსკურსიების მარშრუტები, მოიძიეს საინტერესო ფაქტები და თანაკლასელებს გააცნეს როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ტურისტული მიმართულებები.