ემოციურ ვიდეორგოლში ასახული დიდი გზის დასაწყისი - თაობათა ცვლა ღრმაღელის საჯარო სკოლაში 
19-05-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს.

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს იყო დღე - სავსე ემოციით, მოგონებებითა და სითბოთი.

სკოლაში თაობათა ცვლა მეტად ემოციური სანახავია - მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ირეკება, ემშვიდობებიან ბავშვობას, მასწავლებლებს, სკოლას - იმ ადგილს, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარეს. 

იმავდროულად, სკოლის კარს პირველად აღებენ პირველკლასელები - ცნობისმოყვარე თვალებითა და სწავლის წყურვილით. მათ წინ ახალი, უცნობი სამყარო იშლება. ისინი იწყებენ იმ გზას, რომელიც კურსდამთავრებულებმა უკვე განვლეს.

მე-12 კლასელთა და პირველკლასელთა დიდი გზის დასაწყისი სკოლაში ემოციურ ვიდეორგოლში ასახეს. 

„ასე უთმობენ ღრმაღელის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები თავიანთ ადგილს პატარა მერცხლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203