რა ნიშნები გჭირდებათ მედალზე სკოლის დასასრულებლად - დეტალები
20-05-2025

მეთორმეტეკლასელებისთვის 20 მაისს სწავლა დასრულდა. საბოლოო შეფასებაც მალე დაიწერება და კურსდამთავრებულების ნაწილი სწორედ ამის მიხედვით მიიღებს მედლებს.

მიუხედავად იმისა, რომ მედლების გაცემის პრაქტიკა ახალი არ არის, etaloni.ge-ს არაერთი მოსწავლე მომართავს კითხვით, თუ რა პრინციპით გაიცემა ოქროსა და ვერცხლის მედალი, რომელი კლასის ნიშნებს ექცევა ყურადღება და რა შეფასება უნდა ჰქონდეთ მედლის მისაღებად.

როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს, ოქროს ან ვერცხლის მედლის მისაღებად ყურადღება საშუალო საფეხურის ნიშნებს ექცევა, ხოლო მოსწავლეების ქულა შემდეგნაირად გამოითვლება:

„მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

ხოლო მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან 9.9, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს“, - განაცხადეს სამინისტროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...