ნოღის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს დამრიგებელმა დაუვიწყარი დღე აჩუქა
19-05-2025

აკაკი შანიზის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. 

კლასის ხელმძღვანელმა - შუშანიკა ჭკუასელმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ზღაპრული გაცილება მოუწყო. პედაგოგმა სკოლაში ანიმატორები მიიწვია და მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქა. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ამ დღის ემოციები ბავშვებს კიდევ დიდხანს გაჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...