„თითოეული თქვენგანი ძვირფასია ჩვენთვის“... - ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორის - მიხეილ ჯაყელის ემოციური მიმართვა მეთორმეტეკლასელებს
19-05-2025

წალკის მუნიციპალიტეტის, ავრანლოს საჯარო სკოლა​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

დღეს ავრანლოს საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს ემშვიდობება და როგორც თავად გვიამბობენ,  „კიდევ ერთი განსაკუთრებული ზარი დაირეკა“... კურსადმთავრებულებს ემშვიდობება სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასხვლას ემოციურად ულოცავს:

„კიდევ ერთი თაობა გავაცილეთ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე…

ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

გილოცავთ ადამიანის ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლების - „ოქროს ხანა - თორმეტი წელი სკოლაში" - გავლას და გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე მრავალ წარმატებას.

იმედი გვაქვს, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება საგზლად გაგყვებათ და გიწინამძღვრებთ თქვენს წარმატებებით სავსე ცხოვრებაში.

ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!

თითოეული თქვენგანი ძვირფასია ჩვენთვის და თქვენი კეთილდღეობა ჩვენი სიამაყის, ბედნიერების განმსაზღვრელია.

ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, ყურადღებით მივადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს და დავტკბებით.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ იცხოვროთ ღვთის სიყვარულში სუფთა სულით და სამშობლოს ერთგულებით.

გვიყვარხართ, გილოცავთ და მუდამ გვემახსოვრებით!“, - ნათქვამია ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორის ემოციურ მიმართვაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...