მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
სკოლის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი საკითხავი ლიტერატურით, მისი შევსება-გამდიდრება კი უწყვეტი პროცესია.
დაახლოებით ერთი თვის წინ ბიბლიოთეკისთვის სკოლამ შეიძინა 47 ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურა.
ამჟამად ბიბლიოთეკა შეივსო დამატებით 52 წიგნით. ჟანრობრივად ლიტერატურა განსხვავებულია.
არის როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრული ლიტერატურა და განკუთვნილია როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: