ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ტყიბულის N1 საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.
16-18 მაისს თურქეთის ქალაქ ერზრუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, სადაც ტყიბულის N1 საჯარო სკოლის VIII „ბ“ კლასის მოსწავლემ - რომიკო მოდებაძემ +73 კგ. Მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
„ვულოცავთ რომიკოსა და მის მწვრთნელებს გრიგოლ სოფრომაძესა და ირაკლი მერკვილაძეს ამ დიდ გამარჯვებას“, - ასე მიულოცა მშობლიურმა სკოლამ წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვება.