ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმ-ნაკრძალში საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
19-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

თარიღთან დაკავშირებით, V-VI კლასის მოსწავლეებმა ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში, პრეზენტაცია გამართეს თემაზე - „საქართველოს კუთხეები“.

პრეზენტაცია მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს საქართველოს ყველა კუთხე თავისი ტრადიციებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ფოლკლორით. ყველა კუთხე ერთად ქმნის საქართველოს - „ჩვენი სოფელი, ჩვენი ოჯახი - ჩვენი საქართველო!“- აღნიშნეს ღონისძიებაზე მოსწავლეებმა. პრეზენტაცია გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით.

პროექტის ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი - ეკა ადამია გახლავთ, მუსიკალური გაფორმება კი მუსიკის პედაგოგ ლამზირა ბოკუჩავას ეკუთვნის. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ და განივითარონ მამულზე ზრუნვის გრძნობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პატივისცემა. გამოიკვლიონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გეოგრაფია, ტრადიციები, ენა/კილო, სამოსი, ბუნება და ღირსშესანიშნაობები.

„პრეზენტაციამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს კვლევისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განმტკიცებაში“,-დასძენენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდებიან. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203