ხალხური შემოქმედების ნამდვილი ზეიმი და ლამაზ ტრადიციად ქცეული ღონისძიება- ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა 
19-05-2025

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ეროვნული სამოსის დღე ტრადიციულად გრანდიოზულად იზეიმეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თარიღი, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში უკვე მრავალი წელია აღინიშნება და ერთგვარ, ლამაზ ტრადიციად იქცა. წელსაც ქართულ სამოსში გამოწყობილმა პირველსკოლელებმა დაამშვენეს ქალაქის ქუჩები, სკოლის ეზოში კი ხალხური შემოქმედების ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.

„ისინი არიან ჩვენი მომავალნი, არიან ჩვენი დანატოვარი და რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“ - დიდი ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომელთა ავტორები მოსწავლეებს ილიას ღირებულელებზე ზრდიან. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში 18 მაისს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...