თბილისის N190 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
ამჯერად სკოლაში IVა კლასის მოსწავლის ანდრია ალთუნაშვილის წარმატებით ხარობენ. მე-4 კლასელმა V თანრიგის მოზარდთა კატეგორიის საჭადრაკო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.
საჭადრაკო აკადემიამ - „ოლიმპიური ჩემპიონი“ მოსწავლე მედლითა და სერტიფიკატით დააჯილდოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.