
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XXXV სამეცნიერო კონფერენცია.
ფილოსოფია-ფსიქოლოგიის სექციას თავმჯდომარეობდა ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ფილოსოფიის დოქტორანტი ბექა ძოწენიძე.
კონფერენციაში მონაწილეობდა ქუთაისის №4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანა ალავიძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება სახელწოდებით - „სამოქალაქო განათლება და მისი ფილოსოფიური წანამძღვრები“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი: ბექა ძოწენიძე).
მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში და 18 მოხსენებიდან საუკეთესო სამ გამარჯვებულში მოხვდა.
იხილეთ ფოტოები: