
ქუთაისის №4 საჯარო სკოლას დირექციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) მიწვევით სტუმრობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ქეთევან კუხიანიძე, რომელმაც წაიკითხა მოხსენება - „ბავშვის უფლებები და ბავშვთა დაცვა საქართველოში“.
მოხსენებას მოჰყვა საინტერესო დისკუსია. ლექციის დასრულების შემდეგ გაცხადდა ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორის მოადგილის, ბექა ძოწენიძისა და ქეთევან კუხიანიძის ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი ბავშვთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ჩეხეთში.
იხილეთ ფოტოები: