კიროვაკანის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი
19-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისკენ და მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

მათ, შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასში ჩატარებული საინტერესო და სახლისო გაკვეთილი, რომელსაც რუსული ენის მასწავლებელი ლილიტ ენგიბარიანი ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებში პოზიტიური განწყობის ამაღლება, მადლიერი გრძნობების თამამად გამოხატვა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება.

გაკვეთილმა ჩაიარა საინტერესოდ, სახალისოდ და აქტიურად. ბავშვებმა მოისმინეს ტექსტები, სადაც კონკრეტული მაგალითების საფუძველზე დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში პოზიტიური სიტყვების გამოყენება და მადლიერების გამოხატვა.

მასწავლებელმა გულდასმით მოისმინა თითოეული ბავშვის მოსაზრება თამასთან დაკავშირებით, ბავშვებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს და გაანალიზეს საკუთარი მიდგომები.

ლილიტ  ენგიბარიანი ფიქრობს, რომ მოსწავლის ხასიათი, თვისებები და განწყობები გარკვეულწილად სკოლის კედლებში ყალიბდება და შესაბამისად, აუცილებელია მსგავსი აქტივობების განხოეციელება, საგაკვეთილო პროცესის ჭრილში.

საბოლოოდ კი, მათ ერთად დაამზადეს პოსტერი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203