მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
19-05-2025

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

10 მაისს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა  მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია - „ჩემი სვანეთი“, რომელსაც მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. 

IX კლასის მოსწავლე ანანო გურჩიანი კონფერენციაზე წარდგა თემით - „ქალის უფლებები და ქონებრივი მდგომარეობა შუასაუკუნეების სვანეთში“;

VIII კლასის მოსწავლის - მარიამ ნიგურიანის საპრეზენტაციო თემა იყო - „ჩვეულებითი სამართალი“;

VII კლასის მოსწავლე დემეტრე ჭეხანმა კი კონფერენციაზე წარადგინა თემა - „ნათესაობის სტრუქტურა და ნათესაური ურთიერთობის ფორმები“. 

კონფერეცნია მოსწავლეებისთვის მეტად საინეტრესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203