
ბაღდათის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვლებით გააცილეს.
სკოლაში მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. კურსდამთავრებულებს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გზა დაულოცეს. მე-12 კლასელებმა სკოლაში გატარებული წლები, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს, მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მათი ამაგი.
პედაგოგბმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ბედნიერი მომავალი და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება უსურვეს.
ღონისძიება ამაღელვებელი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„ეს არის დღე, როდესაც სევდა და სიხარული ერთდროულად გვეუფლება.მოსწავლეები ემშვიდობებიან საყვარელ სკოლას, კლასს, მასწავლებლებს და დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. წარმატებებს ვუსურვებთ მე-12 კლასელებს და ყველა ოცნების ასრულებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: