თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯერეს.
სკოლაში გაიმართა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება-მუზიკლი - „ფიროსმანი“, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი ნანა ცხოვრებაძე.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და ნიკო ფიროსმანის ცხოვრება და შემოქმედება გააცოცხლეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება უმაღლეს დონეზე წარიმართა და ხაზს უსვამენ პედაგოგ ნანა ცხოვრებაძის პროფესიონალურ მიდგომას.
„განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქალბატონი ნანას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და სიყვარული, რომელსაც იგი ყოველდღიურად ავლენს მოსწავლეების მიმართ. მისი ძალისხმევით, პატარა მომღერლებმა, მსახიობებმა და ცეკვის შემსრულებლებმა წარმატებით წარმოაჩინეს ნიკო ფიროსმანის შემოქმედება და ღირსეულად დაასრულეს მე-4 კლასი. ქალბატონი ნანა ცხოვრებაძე არის მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია ბავშვებში როგორც აკადემიური ცოდნის, ისე კეთილშობილებისა და კულტურული ღირებულებების ჩანერგვა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითი მოდგომა.
პედაგოგი ნანა ცხოვრებაძე დიდ მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
იხილეთ ფოტოები: