გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის შთამაგონებელი გაკვეთილი და პლაკატებსა და ნახატებში ასახული ცოდნა
19-05-2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათ მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

აღსანიშნავია, VI კლასში, ინგლისური ენის პედაგოგ ნათია არსენაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „Easter - აღდგომის დღესასწაული“. 

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეგოთ, რა არის „Easter“ (აღდგომის დღესასწაული), როგორ არის დაკავშირებული ქრისტიანულ რელიგიასთან და რა ტრადიციები არსებობს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. აგრეთვე, მათ განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები, რომლებიც დაკავშირებულია აღდგომასთან.

მასწავლებლის მიწოდებული ინფორმაცია კი მოსწავლეებისთვის გახდა შთაგონების წყარო, რათა შეექმნათა საინტერესო ნამუშევრები და ახალი ცოდნა პლაკატებსა და ნახატებში ასესახათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203