
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ თეა თოთაძის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაზე წელიწადის დროები ისწავლეს.
მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატი შექმნეს, ლამაზი ილუსტრაციებითაც გააფორმეს და სეზონურ ცვლილებებსა და ბუნებრივ მოვლენებზე ინგლისურ ენაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს და ცოდნა გაიმრავალფეროვნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: