გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს - მე-12ბ კლასის ხელმძღვანელმა - ინგა ჩალახეშაშვილმა და მე-12ა კლასის დამრიგებელმა - იანა სონაშვილმა.
ღონისძიების მომზადებაში ჩართული იყო მთელი სკოლა, ასევე მოსწავლეთა მშობლები. საზეიმო ნომრების შემდეგ მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, ასევე პედაგოგების შრომა და ღვაწლი აღნიშნეს და მათ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი მათ სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე კი წარმატებები, ბედნიერება უსურვეს.
„აქთაქლის საჯარო სკოლა ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას, ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებას გისურვებთ ბავშვებო, ასახელეთ ჩვენი სკოლა, თქვენი მშობლები და სრულიად საქართველო“,- აღინიშნა სკოლაში.
ეს დღე ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: