თბილისის N39 საჯარო სკოლის პირველკლასელები პირველ სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ.
16 მაისს, Iგ კლასის მოსწავლეებმა, საყვარელ მშობლებთან, დირექციასთან და კლასის დამრიგებელ თეა ჩხეიძესთან ერთად, ჩაატარეს წლის შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით - „შევიყვარეთ დედაენა“.
პირველკლასელები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და წლის მანძილზე შესწავლილი ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს.
პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცეს სკოლის დირექტორმა - ბესარიონ სიხარულიძემ, მოადგილემ - თ. გაბრიჭიძემ.
ასევე, დამრიგებლის ყოფილმა მოსწავლეებმა ტრადიციას არ უღალატეს და სიმღერით და ცეკვით გაულამაზეს პატარებს დღე.
პედაგოგმა თითოეული მოსწავლე დააჯილდოვა წარმატების სიგელით და სამახსოვრო წიგნებით.
იხილეთ ფოტოები: