გაზრდილი კონკურსი მასწავლებელთა გამოცდებზე - ბოლო სამი წლის მონაცემებით, წელს ყველაზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული
17-05-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.

თუ ბოლო სამი წლის მონაცემებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ მასწავლებლის გამოცდებზე გასვლის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია.

როგორც ვთვით, 2025 წელს 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16 ათასი იყო, ხოლო 2024 წელს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500 -მდე  გამოსაცდელი იყო დარეგისტრირებული, ზოგადად კი 18 900 ზე მეტი აპლიკანტი გახლდათ რეგისტრირებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...