წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს იყო დღე - სავსე ემოციით, მოგონებებითა და სითბოთი.
სკოლამ საზეიმოდ გააცილა კურსდამთავრებულები, მოსწავლეებმა კი მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის.
ამ დღეს თან სდევდა როგორც სკოლის დამთავრების სიხარული, ისე ერთმანეთთან განშორების სევდა- ყველაზე მეტად კი იგრძნობოდა, სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება.
დასამახსოვრებელი დეტალი გახდა თავად მოსწავლეების მიერ ჩაწერილი სახალისო და იუმორისტული ვიდეორგოლი, რომელიც სკოლის ცხოვრების ყოველდღიურობასა და ბავშვურ დაუვიწყარ მომენტებს ასახავს.
ვიდეომ დიდი მოწონება და ღიმილი გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო