„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს აკადემიის წევრის ანაზღაურების ზრდას 2000 ლარამდე. გარდა ამისა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.
„აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2 000 ლარის ოდენობით.
აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.
აკადემიის სტიპენდიანტს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით..
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრსა და წევრ-კორესპონდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში შესაბამისად არანაკლებ 2 000 და 1 250 ლარის ოდენობით, - აღნიშნულია დოკუმენტში.